პუტინმა რუსული პასპორტების გაცემის გამარტივებული პროცედურის მოქმედების არეალი გააფართოვა
loader

Breaking news

პუტინმა რუსული პასპორტების გაცემის გამარტივებული პროცედურის მოქმედების არეალი გააფართოვა

  • პუტინმა რუსული პასპორტების გაცემის გამარტივებული პროცედურის მოქმედების არეალი გააფართოვა

კიევი: ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პასპორტების გაცემის გამარტივებული პროცედურის მოქმედების არეალი გააფართოვა. კერძოდ, გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობას უფრო მარტივად და სწრაფად ლუგანსკისა და დონეცკის ყველა მცხოვრები მიიღებს.

მანამდე გამარტივებული წესით რუსეთის პასპორტის მიღება, მხოლოდ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლებზე ვრცელდებოდა.

პუტინის მიერ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით უკრაინის ის მოქალაქეებიც მიიღებენ, რომლებიც დონბასში კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე