"ბიძინა ივანიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი და დღეს პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო"
loader

Breaking news

"ბიძინა ივანიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი და დღეს პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო"

  • ბიძინა ივანიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი და დღეს პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო

თბილისი: პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლის კოტე კემულარიას განცხადებით,  ბიძინა ივანიშვილმა გადალახა ყველა წითელი ხაზი და დღეს პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო.

ამის შესახებ კემულარიამ ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის  კობა კოშაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ კოშაძეს იარაღი არასდროს ჰქონია და მის მიმართ წაყენებულ ბრალდება სიცრუეა. 

"დღეს, რამდენიმე საათის წინ დააკავეს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” აქტიური წევრი, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომელი კობა კოშაძე და მას საბჭოთა ნაცადი ხერხით უპოვეს თურმე იარაღი, რომელიც არასოდეს არ უტარებია და არასოდეს, მისმა მთელმა გარემოცვამ იცის და ყველამ ვიცით, რომ კობას არასოდეს იარაღი არ უტარებია. დღეს, ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო გახარიას და ყველა იმ პირის, იმ სადისტების, ვინც თვალები დათხარეს პატარა გოგოებს, ჟურნალისტები დაასახიჩრეს, ექვსამდე ადამიანმა თვალი დაკარგა, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა თავის თავზე აიღო და გმირებად გამოაცხადა ეს ხალხი“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური რეპრესიები, ძველი ნაცადი მეთოდებით, რომელსაც ახლა მას მოსკოვიდან კარნახობენ, არ უშველის.

"თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდა, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.   


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე