"ივანიშვილი საჯაროდ გადაეფარა ჯალათ გახარიას და დაადასტურა ირიბად, რომ მომიტინგეების დარბევის ბრძანება გასცა მან"
loader

Breaking news

"ივანიშვილი საჯაროდ გადაეფარა ჯალათ გახარიას და დაადასტურა ირიბად, რომ მომიტინგეების დარბევის ბრძანება გასცა მან"

  • ივანიშვილი საჯაროდ გადაეფარა ჯალათ გახარიას და დაადასტურა ირიბად რომ მომიტინგეების დარბევის ბრძანება გასცა მან

თბილისი: "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის სამშობლო რუსეთია. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ მისი მმართველობა დასრულებულია და ახლა გადარჩენას ცდილობს.

"დღეს ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, შფოთვებისგან გაღიზიანებული და შეშინებული ოლიგარქი,რომელიც ხვდება რომ კარგავს ხელისუფლებას და ამ ფორმით ცდილობს ისედაც მცირერიცხოვანი აქტივისტების გამხნევებას. ივანიშვილი დღეს პირველად საჯაროდ გადაეფარა ჯალათ გახარიას, რითიც გაამართლა ჯალათი გახარიას მოქმედებები 20 ივნისს და დაადასტურა ირიბად, რომ მომიტინგეების დარბევის ბრძანება გასცა მან და სადამსჯელო ღონისძიებები იყო მასთან იყო შეთანხმებული.

დღეს მან თქვა, რომ მთელი შს სამინისტრო არის პოპულარული, თქვა ისიც, რომ სისტემა ერთ ადამიანზე დგას. როდესაც მან თქვა,რ ომ თუ არ იქნება გახარია შს სამინისტრო არ იარსებებს, ეს მეტი არ არის არაფერი თუ არა აღიარება,რომ სისტემა ჩამოყალიბებული ერთ ადამიანზე, გახარიაზე. 20 ივნისის შემდეგ "ქართული ოცნება" აღარ არის სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებას. „ქართული ოცნება“ წარმოადგენს საოკუპაციო ძალის ინტერესების გამტარებელ ხელისუფლებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე