"არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია, მაგრამ დამირეკა მეორე დღეს და ავუხსენი რა მოხდა იმ ღამეს“
loader

Breaking news

"არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია, მაგრამ დამირეკა მეორე დღეს და ავუხსენი რა მოხდა იმ ღამეს“

  • არ მქონია ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია მაგრამ დამირეკა მეორე დღეს და ავუხსენი რა მოხდა იმ ღამეს

თბილისი: შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ბიძინა ივანიშვილს მეორე დღეს ესაუბრა. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მას მეორე დღეს თავად დაურეკა.

"მეორე დღეს. დრო არ მახსოვს. მე არ მქონია მასთან კომუნიკაცია, მაგრამ შემდეგ დამირეკა მეორე დღეს და ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე