"ოპოზიციის მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს"
loader

Breaking news

"ოპოზიციის მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს"

  • ოპოზიციის მიერ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის კრიტიკას პოლიტიკური მიზანი აქვს

თბილისი: "მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან სიკეთის გაუფასურებისა, პრემიერის ინიციატივა მოსახლეობის საკეთილდღეოდ გაჟღერდა და არა ოპონენტების გულის მოსაგებად", - ასე გამოეხმაურა  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე „ევროპული საქართველოს" წევრის  ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ  ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მსოფლიო ბანკმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე კარგი შემფასებელი  თვითონ საზოგადოებაა.

"ჭიაბერაშვილი ამ პროგრამას მისი დაწყებიდან მავნებლურს უწოდებს.  არადა ამ „მავნებლურმა" პროგრამამ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა. დღეს უფულობის გამო ადამიანი ქუჩაში აღარ იღუპება. მიუხედავად ამისა, მედიკამენტებზე ჯიბიდან დანახარჯები მისი მაღალი ფასიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმედ აწვებოდა განსაკუთრებით პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს.  სწორედ ამიტომ, 2017  წელს ამოქმედდა  მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა და ზემოთ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფები 6 ქრონიკული დაავადების შემთხვევაში  35 დასახელების მედიკამენტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღებენ. ჭიაბერაშვილის შენიშვნა, რომ ეს რიცხვი 41-ია, არის თითიდან გამოწოვილი, რადგან ამ რაოდენობაში ნაგულისხმევია  ის მედიკამენტები, რომელიც ერთი და იგივე დასახელებისაა, ხოლო ჩამონათვალში სხვადასხვა დოზირებით შედის. რაც შეეხება ბიუჯეტში ამ პროგრამის დანახარჯებს, ის 10 მილიონი ლარიდან 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ეტაპობრივად უფრო მეტად გაფართოვდება. ოპონენტების მხრიდან ამ სიკეთის გაუფასურება ემსახურება შიშს, რომ ამ ფონზე ისინი მოსახლეობის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ და უფრო მეტად დაკარგავენ,  ეს კი მათ რევოლუციურ სცენარში ვერ ჯდება", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე