ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს
loader

Breaking news

ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

  • ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

თბილისი: ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს. გერმანელ პოლიტიკოსს 747-სავარძლიან ევროპარლამენტში ასარჩევად 374 ხმის მოპოვება სჭირდებოდა.

ხმების დათვლის შედეგად კი დადგინდა, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენმა 383 ხმა მოიპოვა, მის წინააღდეგ კი 327-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე წინამორბედს ჟან-კლოდ იუნკერს პირველი ნოემბრიდან შეცვლის.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი გაერთიანების ისტორიაში ევროკომისიის პირველი ქალი ხელმძღვანელია. 

60 წლის ურსულა ფონ დერ ლეიენს შვიდი შვილი ჰყავს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე