აზერბაიჯანი საქართველოსგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს
loader

Breaking news

აზერბაიჯანი საქართველოსგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

  • აზერბაიჯანი საქართველოსგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს

თბილისი: აზერბაიჯანული მხარე საქართველოს ხელისუფლებისგან დავით გარეჯის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას, ასევე შესრულებული სამუშაოსა და გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს.

აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით 15 ივლისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, „საქართველოდან ადამიანთა ჯგუფმა დაარღვია აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, „ქეშიქჩიდაღის“ კომპლექსთან (დავით გარეჯი) თავს დაესხა მესაზღვრეებს და შეურაცხყოფა მიაყენა მათ“.

"წუხილით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების სულისკვეთებას და ვაფასებთ ამას როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნისკენ მიმართულ პროვოკაციას“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე