"პატრიოტთა ალიანსის" წევრები 15 ივლისს მოსკოვში ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდებიან
loader

Breaking news

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები 15 ივლისს მოსკოვში ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდებიან

  • პატრიოტთა ალიანსის წევრები 15 ივლისს მოსკოვში ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდებიან

თბილისი: "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი გოჩა ლომია მოსკოვში იმყოფება. როგორც ლომიამ რუსულ მედიას განუცხადა, დელეგაციის კიდევ ორი წევრი - ადა მარშანია და გოჩა თევდორაძე რუსეთის დედაქალაქში ორშაბათს დილით ჩავლენ.

ლომიას თქმით, დაგეგმილია შეხვედრები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებთან.

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ მოსკოვში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ  ვიზიტის ფარგლებში, მსჯელობას საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენასა და სანქციების მოხსნაზე გეგმავენ.

ლომიას თქმით, მოსკოვში შეხვედრებს ის, ადა მარშანია და გოჩა თევდორაძე გამართავენ, სადაც 15 ივლისს ლეონიდ კალაშნიკოვს შეხვდებიან, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრის დრო კი, დაზუსტდება.

მისივე განცხადებით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთთან ისედაც რთული ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.

"გზავნილები შეწყდა, 40 ათასზე მეტი ჯავშანი გაუქმდა, პირდაპირი ფრენა შეწყდა. ასევე ჩვენი პროდუქცია აღარ გავა რუსეთის ფედერაციაში, ანუ, ფაქტობრივად, სერიოზული ეკონომიკური ზარალი განვიცადეთ. „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაწყვეტილება მიიღო, მოსკოვში ჩასულიყო, სადაც რუს კოლეგებს უნდა შევხვდეთ, რათა რამენაირად საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები შევარბილოთ და საბოლოო ჯამში, საერთოდ მოვახსნევინოთ. დარწმუნებული ვართ, რომ მოსკოვში ჩვენი ვიზიტი ქვეყანას სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა ლომიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე