ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა
loader

Breaking news

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

  • ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისი: ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბიჭი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გარდაიცვალა.

როგორც აჭარის ჯანადაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, გარდა იმისა, რომ ბავშვს ჰქონდა მრავლობითი დაზიანება მუცლის ღრუში და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო თავის ტვინის დაზიანება, სწორედ ამიტომაც ვერ მოხდა მისი ტრანსპორტირება თბილისში.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. ავარიას არასრუწლოვნების მშობლებიც ემსხვერპლნენ. 

კლინიკებში ამ დროისთვის სულ 10 დაშავებული რჩება. მათ შორის ორი მძღოლი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პოლონელი და არაბი ტურისტები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე