ძლიერმა წვიმამ სოფელი ქირაჩმუღლო დააზარალა
loader

Breaking news

ძლიერმა წვიმამ სოფელი ქირაჩმუღლო დააზარალა

  • ძლიერმა წვიმამ სოფელი ქირაჩმუღლო დააზარალა

თბილისი: მარნეულის რაიონის სოფელ ქირაჩმუღლოში გადაუღებელმა წვიმამ მოსახლეობა დააზარალა.

ძლიერმა წვიმამ დააზიანა ნაკვეთები, ღობეები, შიდა გზები, დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდით გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ სანიაღვრე სისტემა არ მოწესრიგდა, ისინი მუდმივად საფრთხის წინაშე იქნებიან. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელში ცოტა ხნის წინ დაიწყო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე