"ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს
loader

Breaking news

"ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

  • ბლუმბერგის ცნობით აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

კიევი: სააგენტო "ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდვების პაკეტზე მუშაობს, რომელიც ანკარას წინააღმდეგ რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ეს-400-ების შეძენის გამო ამოქმედდება.

"ბლუმბერგი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციებს თურქეთის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

ჯერ უცნობია, კონკრეტულად რომელ სფეროებს შეეხება შეზღუდვები.

საზენიტო სარაკეტო კომპლექსის პირველი პარტია თურქეთმა რუსეთისგან ორი დღის წინ მიიღო. დღეს კი ანკარის მახლობლად მდებარე ავიაბაზაზე სისტემის ახალი კომპონენტებით დატვირთული რიგით მეხუთე თვითმფრინავი დაეშვა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ ორ თვითმფრინავს ქვეყანაში დღის განმავლობაში ელოდებიან. 

აშშ-მა არაერთხელ მოუწოდა თურქეთს, უარი თქვას რუსეთისგან აღნიშნული შეიარაღების შეძენაზე, თუმცა ანკარამ ეს-400-ები მაინც შეისყიდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე