კიევი: ნიუ-იორკი რამდენიმე საათით ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. მიზეზი მიწისქვეშ მდებარე ტრანსფორმატორში ხანძარი გახდა.
ელექტროენერგიის გათიშვის გამო, დროებით გაჩერდა მეტროპოლიტენიც. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 70 ათასზე მეტი აბონენტი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ლიფტში გაჭედილი ათობით ადამიანის გამოყვანა მოუხდათ. შეფერხებით მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
ბროდვეიზე რამდენიმე წარმოადგენა გადაიდო, ხოლო კარნეგი ჰოლში მიმდინარე კონცერტი შეწყდა და დარბაზიდან საზოგადოების ევაკუაცია გახდა საჭირო.
ელექტროენერგიის მიწოდება ნიუ იორკში რამდენიმე საათში მოხერხდა.