ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, დაშავებულია 11 ადამიანი
loader

Breaking news

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, დაშავებულია 11 ადამიანი

  • ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა დაშავებულია 11 ადამიანი

თბილისი: ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა, დაშავებულია 11 ადამიანი. 

დაშავებულთა შორის ორი საქართველოს მოქალაქე, დანარჩენები კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ცოლ-ქმარი, არაბი ტურისტები დაიღუპნენ, მათი შვილები, 3 და 5 წლის ბავშვები კი მძიმე დგომარეობაში არიან კლინიკაში გადაყვანილი.

"ევექსის" კლინიკაში გადაყვანილი 10 დაშავებულიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ფოტო: TV-25.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე