ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა
loader

Breaking news

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა

  • ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა ცხრა კი დაშავდა

თბილისი: ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა. 

გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია, დაშავებულები ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე