პარლამენტის წინ მოშიმშილეები საავადმყოფოში გადაიყვანეს
loader

Breaking news

პარლამენტის წინ მოშიმშილეები საავადმყოფოში გადაიყვანეს

  • პარლამენტის წინ მოშიმშილეები საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისი: პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა - ბექა ბასილაიამ და ვახტანგ სიხარულიძემ შიმშილობა შეწყვიტეს. პარლამენტის წინ მყოფი კარვებში მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბექა ბასილაიამ, რომელიც 19 დღე შიმშილობდა, პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ხვალ მათ რიგებს ისევ შეუერთდება. 

დღეს პროტესტის 24-ე დღეა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა, რადგან გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე