კიევში ტელეკომპანია “112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს
loader

Breaking news

კიევში ტელეკომპანია “112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს

  • კიევში ტელეკომპანია 112 უკრაინას შენობას ყუმბარა ესროლეს

კიევი: კიევში ტელეკომპანია “112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

პოლიციამ გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია დამნაშავეების დასადგენად და დასაკავებლად.

მომხდარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.

აქტივისტები ამ ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული ფილმის, კერძოდ, ოლივერ სტოუნის ფილმის „Revealing Ukraine“ („აღმოვაჩინოთ უკრაინა“) ჩვენებას აპროტესტებენ. ამ ფილმში მოვლენების მთავარი კომენტატორია ვიქტორ მედვედჩუკი - პუტინის ნათლიმამა და ღიად პრორუსული პოზიციის მქონეთაგან უკრაინის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე