ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
loader

Breaking news

ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  • ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში გაასაღა სიგარეტის კოლოფების ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე