მამისონის უღელტეხილზე მეწყერის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
loader

Breaking news

მამისონის უღელტეხილზე მეწყერის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

  • მამისონის უღელტეხილზე მეწყერის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თბილისი:  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ147-კმ149 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა. 

მეწყერის გამო, აღნიშნული მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე