"ვნახავთ, როგორ იქნება გამოყენებული, როდესაც მას ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ"
loader

Breaking news

"ვნახავთ, როგორ იქნება გამოყენებული, როდესაც მას ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ"

  • ვნახავთ როგორ იქნება გამოყენებული როდესაც მას ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ

თბილისი: შინაგან საქმეთა მინისტრი ძალადობის ორგანიზებისთვის და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებული ნიკა მელიას ადვოკატის მიერ გავრცელებულ იმ კადრებს ეხმაურება, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკა მელია არეულობის ნაცვლად მომიტინგეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

გიორგი გახარიამ ტვ "პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა დეპუტატის წინააღმდეგ შემობრუნდება სასამართლოში.

მისი თქმით, შს სამინისტროს აქვს სხვა ვიდეო მასალა, რომელიც დაიდება და რომელიც საპირისპიროს ასახავს.

"ეს კადრები არის სრული ფარსი, ბატონ ნიკანორ მელიას შეუძლია მოძებნოს, თავისი ვერსიები წარმოადგინოს, მაგრამ პირველი - ამ კადრებიდან ჩანს ერთ, რომ ნიკანორ მელია და მის ირგვლივ მყოფი პოლიტიკოსები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, რაც ფაქტობრივად მათ, იმის მაგივრად რომ ეგონათ, რომ ეს იქნებოდა მათი სასარგებლო ჩვენება, ვნახავთ, როგორ იქნება გამოყენებული, როდესაც მას ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ, რომელიც თქვენს ტელევიზიაში გადიოდა.

სიტყვა დარბევა სამართლებრივადაც არ გამოიყენება, იმიტომ, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია. ეს აქცია 10:00 საათის შემდგომ, გახდა ჩვეულებრივი, სისტემური შტურმი პარლამენტის შენობის ასაღებად. ეს ჩვენმა მაყურებლებმა პირდაპირ ეთერში ნახა.

როდესაც ბატონი ნიკანორ მელია ამას საუბრობს რასაც აკეთებდა, ზუსტად იგივე მომენტში, დაახლოებით 15 წლის განმავლობაში პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა სხვადასხვა ფლანგიდან“, - აცხადებს გახარია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე