"ტვ პირველთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს რუსთაველზე მყოფი მოშიმშილეები შეუერთდნენ
loader

Breaking news

"ტვ პირველთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს რუსთაველზე მყოფი მოშიმშილეები შეუერთდნენ

  • ტვ პირველთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს რუსთაველზე მყოფი მოშიმშილეები შეუერთდნენ

თბილისი: "ტვ პირველთან“, გადაცემა „რეაქციის“ პავილიონთან შეკრებილ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მყოფი მოშიმშილეები შეუერთდნენ, რომლებიც 17-ე დღეა შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

როგორც მოშიმშილე ბექა ბასილაიამ განაცხადა, გიორგი გახარია უნდა წავიდეს, რადგან იგი პოლიციას ულახავს რეპუტაციას.

"ახლა დგას მთავარი საკითხი, უსმენთ გახარიას და გვახსენდება ასლან აბაშიძე. აბაშიძე აფეთქებდა ხიდებს, ეს კაცი თხრის თვალებს. ძალიან საშიშია გახარია საქართველოსთვის. მინდა მივმართო ჩვენს ძმებს, პოლიციელებს, თქვენი ქმედებების ლეგიტიმაციას, თქვენ პიროვნულ და სამსახურებრივ რეპუტაციას ყოველდღიურად უთხრის ეს კაცი ძირს. რასაც დღეს მისგან ვისმენთ, ეს არის ბანდიტიზმი და გახარია უნდა დავასრულოთ, ასლან აბაშიძეზე უარეს ბედს გაიზიარებს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

"ტვ პირველთან“, სადაც გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე