"კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები"
loader

Breaking news

"კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები"

  • კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ბრძანება რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები

თბილისი: მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, სწორედ ამ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომელიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა გიორგი გახარიას შემდეგი შეკითხვა დაუსვა -„ახლა პირდაპირ ეთერში თქვენ მე დამიდასტურებთ, რომ იქ რაც ხდებოდა ყველაფერზე ბრძანება გაეცით თქვენ, პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდე“.

"რა თქმა უნდა, შეხედეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ, მე იქ არ ვიყავი. ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, სწორედ ამ კონსტიტუციისა და ამ კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომელიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. რატომ? იმიტომ, რომ პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა, დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები, დაიცვას მართლწესრიგი და სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე