"ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრით, ძალაუფლების შეცვლა შეუძლებელია"
loader

Breaking news

"ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრით, ძალაუფლების შეცვლა შეუძლებელია"

  • ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით პარლამენტის შენობაში შეჭრით ძალაუფლების შეცვლა შეუძლებელია

თბილისი: შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობიდან წასვლა იქნება არა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა.

"მოდით ჩამოვყალიბდეთ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა, ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად, წასვლა ამ მომენტში და აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა, არა პასუხისმგებლობის აღება არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ის, რასაც ეს ახალგაზრდები ახლა საუბრობენ, გულწრფელად გამოთქვამენ თავის აზრს და რაღაც შეცდომებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გათვიცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს. ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად. როდესაც ოკუპაციის, ასე ვთქვათ, საფარ ქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ინსტიტუციების ნგრევის და ჩამოშლის მიზნად ცდილობენ შეჭრას პარლამენტში. როდესაც ვერ ხსნიან დღესაც, რა მიზნით და რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი და შენ შს მინისტრი ან რომელიმე ხელმძღვანელი დგახარ გადაწყვეტილების წინაშე რა უნდა გააკეთო - გადაარჩინო შენი იმიჯი თუ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც თვლი რომ არის სწორი. 

არც ერთ პოლიციელს, იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც ახლა გარეთ დგანან და თვლიან, რომ სწორ საქმეს აკეთებენ, იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც ახლა ვხედავდი მათი ზურგის უკან, ფონს რომ უმაგრებენ, კონკრეტული პარტიის, კონკრეტულ აქტივისტებს, მინდა მათ ვუთხრა, რომ - ამ ქვეყანაში, ძალის გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრით, ძალაუფლების ან სხვა პრეფერენციის მოპოვება შეუძლებელი უნდა იყოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე