სალომე ზურაბიშვილი უნგრეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
loader

Breaking news

სალომე ზურაბიშვილი უნგრეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

  • სალომე ზურაბიშვილი უნგრეთის შვედეთის პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, უნგრეთის, შვედეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

"ბათუმის 16-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და განხილულ იქნა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის პროცესში მეგობარი, ევროპელი ქვეყნების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა.

​დაისახა ეკონომიკური ურთიერთობების ახალი მიმართულებები და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრებზე აღნიშნა, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი ევროპელი ტურისტი ჩამოვიდეს. დღეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე