პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს
loader

Breaking news

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს

  • პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისი: ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მერებაშვილს პატიმრობის ვადა ეწურება 15 ივლისს და ვინაიდან 15-მდე ვერ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, მერებაშვილი უნდა გათავისუფლდეს დარბაზიდან.

მერებაშვილის ადვოკატის კახა ხვისტანის განმარტებით, პროკურატურას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები. პროკურორი დავით გუმბერიძე კი აცხადებს, რომ დაცვის მხარე საქმეს განზრახ აჭიანურებს და მიუხედავად გიორგი მერებაშვილის განთავისუფლებისა, მას ბრალი დაუმტკიცდება.

​ამ საქმეზე მერებაშვილის გარდა, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი არიან ბრალდებულები.

შემდეგი სხდომა 22 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე