აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ამერიკის მეგობართა კლუბმა" სადღესასწაულო მიღება გაიმართა
loader

Breaking news

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "ამერიკის მეგობართა კლუბმა" სადღესასწაულო მიღება გაიმართა

  • აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის მეგობართა კლუბმა სადღესასწაულო მიღება გაიმართა

თბილისი: აშშ-ის დამოუკიდებლობის აქტის მიღების 243-ე წლისთავთან დაკავშირებით, სასტუმრო “ფოლკში“ სადღესასწაულო მიღება გაიმართა. ეს იყო მეთოთხმეტე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, რომლის ინიციატორიც ტრადიციულად ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა.

ილია ზუკაკიშვილმა ამერიკელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურყევ მეგობრობაზე. მან აღნიშნა, რომ აშშ არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე მოკავშირე, რომელიც მსოფლიოს ყველა პოლიტიკურ ავანსცენაზე განსაკუთრებულად იცავს საქართველოს ინტერესებს, ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. 

"მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დემოკრატიის ზეიმს იმ ადამიანების გარემოცვაში, ვისაც სურს იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში და გაიზიაროს ამერიკელი ხალხის სიხარული. დღეს ჩემი ნომერ პირველი მიზანია, გამოვიყენო ამ შესანიშნავი დღის სადღესასწაულო ფორმატი და ქართული ტრადიციით  თქვენთან ერთად ვუმასპინძლო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს. მინდა მადლიერება გამოვხატო ამერიკელი ხალხის მიმართ საქართველოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის და ჩვენი ქვეყნის უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა, ქართულ ამერიკული მეგობრობის სახელით ურყევი მეგობრობის მესიჯი გაუგზავნო მათ ერთგულებისთვის.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მოუხადო  სააფთიაქო ქსელს PSP (ს), აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიების განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და გენერალური სპონსორობისთვის. აგრეთვე მინდა მადლობა მოუხადო წვეულების ოქროს სპონსორს "FOLK HOTEL”(ს), ღონისძიების გენერალურ მედია პარტნიორს და ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემას "FORBES GEORGIA"(ს), ამერიკულ კომპანია KVG -ი საქართველოს ოფისს, “ამბასადორი კაჭრეთს“, "ნატალი ჯგუფს" (ს), “საქართველოს ფოსტას“, “მეღვინეობა ხარებას“, “ლიბერთი ბანკს“, კომპანია “ენერჯის“, “მაკკეინნ თბილისს“, “McDonald's Georgia“(ს), “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, სასტუმრო “ბომონდ გარდენს“, “Gulf Georgia“(ს). აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მედია პარტნიორებს; საინფორმაციო სააგენტოებს; ”Front News International”(ს), ინგლისურენოვან გაზეთს “The Messenger”(ს), მედია ჰოლდინგს "Commersant ge"(ს) და რადიო "Commersant 95.5 FM"(ს)", - განაცხადა ზუკაკიშვილმა.

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის სადღესასწაულო მიღებას დაესწრნენ: საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ქართველი და ამერიკელი სამხედრო ოფიცერები, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და მათი ოჯახის წევრები, ბიზნეს სექტორის, მედიის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ამერიკის მეგობართა კლუბის პარტნიორი ორგანიზაციები. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საპატიო სტუმრები კი იყვნენ ამერიკელი სამხედრო ოფიცრები და ქართველი სამხედრო ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც არის რუსეთი-საქართველოსა და ავღანეთის ომების მონაწილე, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვებული და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი. 

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში შესრულდა აშშ-ის და საქართველოს ჰიმნი, რომლის დასრულებისთანავე, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა, ცნობილი ქართული ხალხური სიმღერებით, ამერიკელ ხალხს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.

აშშ-ის დროშის ფერებში მორთულ ტერასაზე ნამდვილი ამერიკული გარემო და უამრავი დადებითი ემოცია სუფევდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ქართული ტრადიციისამებრ ღვინით დალოცეს ქართულ ამერიკული მეგობრობა. წვეულების სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად კი გაიმართა, 4 ივლისის იღბლიანი ბილეთების წამახალისებელი გათამაშება. ასევე, გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ მხარდამჭერებს და სპონსორებს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა გადასცა მადლობის სიგელი, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. დემოკრატიის ზეიმის დასკვნით ნაწილში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ წვეულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, 4 ივლისის სადღესასწაულო ფეირვერკი და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის დამზადებული საზეიმო ტორტის გაჭრის ცერემონია. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

"მადლობა ყველას, ვისთვისაც ამერიკელ ხალხთან მეგობრობა უაღრესად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებთ მათ მშვიდობას და კეთილდღეობას", - განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა. 




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე