შეკვეთილში მოშიმშილეებმა კარავი ისევ გაშალეს
loader

Breaking news

შეკვეთილში მოშიმშილეებმა კარავი ისევ გაშალეს

  • შეკვეთილში მოშიმშილეებმა კარავი ისევ გაშალეს

თბილისი: შეკვეთილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დაშლილი კარავი მოშიმშილეებმა ისევ გაშალეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათზე განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნა, გახარიას გადადგომის შესახებ არ დაკმაყოფილდება.

"დავრჩებით აქ იქამდე, ვიდრე ეს მახინჯი სისტემა არ ჩამოიშლება და არ გადადგება შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენჯერაც მოვლენ და დაგვიშლიან კარავს, იმდენჯერ ავაწყობთ“, – განაცხადა მოშიმშილე მარად შავაძემ.

ივანიშვილის რეზიდენციასთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილეებს დღეს თავს ორჯერ დაესხნენ. კარავთან  50-მდე პირი მივიდა, მომიტინგეებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი კარავი დაშალა და ბანერი ჩამოხია. მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომაროებაში იმყოფებოდა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე