ვარშავაში კონფერენცია "ახალგაზრდული პოლიტიკა: შედეგები, გამოწვევები და პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ გაიმართა
loader

Breaking news

ვარშავაში კონფერენცია "ახალგაზრდული პოლიტიკა: შედეგები, გამოწვევები და პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ გაიმართა

  • ვარშავაში კონფერენცია ახალგაზრდული პოლიტიკა შედეგები გამოწვევები და პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გაიმართა

თბილისი: ვარშავაში საქართველოს საელჩოსა და ახალგაზრდა ელჩის თამარ ლორთქიფანიძის ორგანიზებით კონფერენცია - "ახალგაზრდული პოლიტიკა: შედეგები, გამოწვევები და პერსპექტივები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ გაიმართა.

კონფერენციაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნის წარმომადგენელმა, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ანალიტიკური ცენტრებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების თანამშრომლებმა, ქართულმა დიასპორამ და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდულ პოლიტიკაზე საპრეზენტაციო გამოსვლები ჰქონდათ: აზერბაიჯანის, ბელარუსის, სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებს, უკრაინელ სტუდენტთა გაერთიანების პრეზიდენტს, მოლდოვის საელჩოს სტაჟიორსა და საქარველოს ახალგაზრდ ელჩს. ღონისძიების მონაწილეებმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ათწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს, ასევე ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე