ვარკეთილში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს
loader

Breaking news

ვარკეთილში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

  • ვარკეთილში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული მ.ჯ., დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 10 ივლისს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა დაშავებულებთან. მოგვიანებით კი, შურისძიების ნიადაგზე, მ.ჯ.-მ თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ზედა სართულიდან ჩამოაგდო "რგდ"-ის სისტემის ხელყუმბარა, რომლის აფეთქების შედეგად სამმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს", - აცხადებენ შსს-ში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე