ურეკში, ზღვაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო
loader

Breaking news

ურეკში, ზღვაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო

  • ურეკში ზღვაში უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო

თბილისი: ურეკში, ზღვაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო. მამაკაცი წყალში ოჯახთან ერთად იყო შესული, რა დროსაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა. მაშველებს მისმა ცოლმა გამოუძახა. წყალში მყვინთავები შევიდნენ, თუმცა მამაკაცს ვერ მიაგნეს. 

მამაკაცის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებთ ერთ კილომეტრში წყალმა გამორიყა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღეს დაბა ურეკში, 2-დან 3 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან ხუთი არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე