ანგელა მერკელი ტელეკამერების წინ კვლავ შეუძლოდ გახდა (ვიდეო)
loader

Breaking news

ანგელა მერკელი ტელეკამერების წინ კვლავ შეუძლოდ გახდა (ვიდეო)

  • ანგელა მერკელი ტელეკამერების წინ კვლავ შეუძლოდ გახდა ვიდეო

თბილისი: გ​ერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტელეკამერების წინ კვლავ შეუძლოდ გახდა. ინციდენტი ფინეთის პრემიერ-მინისტრის ანტი რინეს სამხედრო პატივით დახვედრის ცერემონიალის დროს მოხდა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა. პირველად მედია მსგავსი ფაქტის მომსწრე 18 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის დახვედრის ცერემონიალის დროს გახდა. მაშინ კანცლერმა მომხდარი გადაღლითა და ორგანიზმის გაუწყლოებით ახსნა. მეორე შემთხვევა კი გერმანიის პრეზიდენტთან აუდიენციის დროს მოხდა.

გერმანიის კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაჩენილი კითხვების მიუხედავად, მერკელი აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს და სანერვიულო არაფერია.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე