მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყება
loader

Breaking news

მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყება

  • მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყება

თბილისი: თბილისის მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს.

"ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ  პროექტს - მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. იცით, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება.

ამ პროექტს უახლოეს დღეებში ვიწყებთ. პირველ ეტაპზე, ორი კვირის განმავლობაში, პროექტირება განხორციელდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მისი ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალი გზის მშენებლობას, დაახლოებით, შვიდი თვე დასჭირდება.

"ჩვენ, რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ - დიღომში, ვაშლიჯვრიდან ჩამოსასვლელი ახალი პანდუსი, რომელმაც მოძრაობა საკმაოდ განტვირთა. ალბათ, დამეთანხმება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობს, რომ საათობით უწევდათ საცობში დგომა, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ პატარა პროექტის განხორციელების შემდეგ, საცობები აღარ არის. რაც შეეხება მაჭავარიანი-გელოვანის ახალ გზას, ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, საყრდენი კედლები და წყალამრიდები, ასევე, გარე განათების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე