"ბილწსიტყვაობითა და უზნეობით კეთილი საქმე არ გაკეთდება, საქმის კეთებას თავდადებული და მუხლჩაუხრელი შრომა, ბრძოლა და თავგანწირვა სჭირდება"
loader

Breaking news

"ბილწსიტყვაობითა და უზნეობით კეთილი საქმე არ გაკეთდება, საქმის კეთებას თავდადებული და მუხლჩაუხრელი შრომა, ბრძოლა და თავგანწირვა სჭირდება"

  • ბილწსიტყვაობითა და უზნეობით კეთილი საქმე არ გაკეთდება საქმის კეთებას თავდადებული და მუხლჩაუხრელი შრომა ბრძოლა და თავგანწირვა სჭირდება

თბილისი: ძალიან დიდია ადამიანების გონებაზე მედიასაშუალებების გავლენა. ისინი ძლიერ ზემოქმედებენ როგორც თითოეული ადამიანის, ასევე მთელი საზოგადოების განწყობებზე და შესაბამისად, დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს, რომ თანამედროვე კომუნიკაციის ეს უნიკალური შესაძლებლობები გამოყენებული იყოს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სასიკეთოდ, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. 

"ის, რაც უახლოეს დღეებში მოხდა თბილისში, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე შემთხვევაა და შეუძლებელია ადამიანი გულგრილი დარჩეს ამ მოვლენის მიმართ, მაგრამ ასევე გონიერება და დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ უნებლიეთ რაიმე გამოუსწორებელი შეცდომა არ დავუშვათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გაჩუმდე და ყველაფერს შეეგუო (არამც და არამც), მაგრამ ასევე არაფრის მომცემია ზღვარგადასული ემოციები.

ბილწსიტყვაობითა და უზნეობით კეთილი საქმე არ გაკეთებულა და არც გაკეთდება. საქმის კეთებას სჭირდება თავდადებული და მუხლჩაუხრელი შრომა, ბრძოლა და (ბოლოსდაბოლოს) თავგანწირვა. გვესმის, რომ ძნელია ადამიანმა ზღვარი დაუდო ემოციებს, როცა რაღაც ძალიან გტკივა, მაგრამ ამის გაკეთება ნამდვილად ძალუძს შინაგან კულტურას და თვითკონტროლის უნარს, რაც მიღწევადი რამ გახლავთ, თუ ადამიანი მუშაობს საკუთარ თავზე.

ადამიანი, რომელსაც აქვს შინაგანი კულტურა, თავის პოზიტიურ გავლენას ახდენს ყველაფერზე, რასაც კი შეეხება: ხელოვნება იქნება ეს თუ პოლიტიკა, მეცნიერება თუ რელიგია და ა.შ. ცხოვრების ნებისმიერი სფერო. შინაგანი კულტურას კი ასაზრდოებს შინაგანი რწმენა და ღირებულებითი პრინციპები.

ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გვსურს, რომ ჩვენი მამული ვიხილოთ უფრო დაცული, გაძლიერებული, განვითარებული, სადაც ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ექნებათ უსაფრთხო და საიმედო მომავალი.

გისურვებთ მარადგანახლებად აწმყოში ცხოვრებას და ნათელ მომავალს!

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და ყველა ის ადამიანი, ვინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ტვირთის ქვეშ იმყოფება; ვლოცულობთ, რათა ღმერთმა მისცეს ყოველ მათგანს ის სულიერი კომპასი, რომელიც ნებისმიერ კრიტიკულ ვითარებაში დაეხმარება სწორი და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში.

გახსოვდეთ, წუთისოფელში ყველაფერი დროებითი და წარმავალია! მარადიული ამ ქვეყნად არაფერია. მარადიული მხოლოდ ღმერთია!", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე