პოროშენკოს ტელევიზიის ეთერში ქართველი ჟურნალისტის მხარდამჭერ ფლეშმობს მოაწყობენ
loader

Breaking news

პოროშენკოს ტელევიზიის ეთერში ქართველი ჟურნალისტის მხარდამჭერ ფლეშმობს მოაწყობენ

  • პოროშენკოს ტელევიზიის ეთერში ქართველი ჟურნალისტის მხარდამჭერ ფლეშმობს მოაწყობენ

კიევი: უკრაინული ტელეკომპანია „პრიამოის“ თანამშრომლები "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად ფლეშმობის მოწყობას გეგმავენ.

"პრიამოის“ თანამშრომლები გაბუნიას მხარდამჭერი აქციის გამართვას 10 ივლისს აპირებენ, თუმცა ფლეშმობის დეტალები ჯერ უცნობია.

უკრაინული ტელეკომპანია "პრიამოი" ყოფილი პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ეკუთვნის, თუმცა არხის მფლობელი ფორმალურად მაკეენკოა.

"რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს გადაცემა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო მიმართვით დაიწყო.  ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "რუსთავი 2" გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს" არ იზიარებს.

ასევე, მალევე გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვები. გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე