კიევი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინა-ევროკავშირის სამიტამდე, 7 ივლისს დონბასში ჩავლენ.
ტუსკი და ზელენსკი მიმდინარე სიტუაციას გაეცნობია, ეწვევიან ლუგანსკის, ეუთო-ს წარმომადგენლებს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრებიან.
8 ივლისს კიევში უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის თავმჯდომარეობით უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება.
ლიდერებო უსაფრთხოების საკითხებს, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების პრიორიტეტებს განიხილავენ. სამიტის შედეგად ერთობლივი განცხადება იქნება მიღებული.