კიევის სასამართლომ სააკაშვილის პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა
loader

Breaking news

კიევის სასამართლომ სააკაშვილის პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

  • კიევის სასამართლომ სააკაშვილის პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ სარჩელი არ დააკმაყოფილა

კიევი: მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინის სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ რადას რიგგარეშე არჩევნებში რეგისტრაცია შეუნარჩუნა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სააკაშვილის პარტია 29 ივნისს, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაარეგისტრირა.

სააკაშვილის პარტიისთვის რეგისტრაციის გაუქმებას სააპელაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში წარდგენილი სარჩელით უკრაინის პენსიონერთა პარტია ითხოვდა. სასამართლომ ამ სარჩელზე მათ უარი უთხრა.

მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ახალი ძალების მოძრაობა“ 88 კანდიდატი ჰყავს დარეგისტრირებული მრავალმანდატიან ოლქში (პროპორციული არჩევნები) ხოლო 9 დეპუტატი ერთმანდატიან ოლქებში (მაჟორიტარები).


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით ცსკ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა