წყალბურთში საქართველოს U15 ნაკრებმა რუსეთის დამარცხება სიმბოლური ჟესტით აღნიშნა
loader

Breaking news

წყალბურთში საქართველოს U15 ნაკრებმა რუსეთის დამარცხება სიმბოლური ჟესტით აღნიშნა

  • წყალბურთში საქართველოს U15 ნაკრებმა რუსეთის დამარცხება სიმბოლური ჟესტით აღნიშნა

თბილისი: წყალბურთში საქართველოს U15 ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე რუსეთის დამარცხება სიმბოლური ჟესტით აღნიშნა. 

სპორტსმენებმა ცალ თვალზე აფარებული ხელით ფოტო გადაიღეს, რაც 20-21 ივნისის ღამეს დაშავებულებისადმი სოლიდარობის და აქცია #სირცხვილიას მხარდაჭერის სიმბოლოს იქცა.

"ცალი თვალითაც ვხედავთ", — პროტესტის ეს ფორმა მას შემდეგ გაჩნდა, რაც აქციის დაშლის შემდეგ რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. ამ ფორმით პროტესტი სპორტის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გამოხატეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე