ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიის წარმომადგენელი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს
loader

Breaking news

ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიის წარმომადგენელი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს

  • ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიის წარმომადგენელი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს

თბილისი: ევროდეპუტატებმა ევროპარლამენტის თავმჯდომარედ იტალიის წარმომადგენელი დევიდ-მარია სასოლი აირჩიეს. მან ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანტონიო ტაიანი შეცვალა.

დევიდ-მარია სასოლი მეშვიდე იტალიელია, რომელმაც ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.

სასოლის არჩევა ხმის მიცემის მეორე რაუნდის შედეგად გახდა შესაძლებელი. მას 345-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე სასოლის მეტოქეები გერმანიის, ესპანეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები იყვნენ. 

დევიდ-მარია სასოლი „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრია. 

63 წლის დევიდ-მარია სასოლი ყოფილი ჟურნალისტია. მან ჟურნალისტური კარიერა 2009 წელს დაასრულა და იტალიის „დემოკრატიული პარტიის“ წევრი გახდა. ის პირველად ევროპარლამენტის წევრად 2009 წელს აირჩიეს. 2014 წლის პირველ ივლისს ის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 

​დღესვე ევროპარლამენტის წევრები 14 ვიცე-პრეზიდენტს აირჩევენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე