ორ ქართველ მორაგბეს აქციის მონაწილეებისადმი მხარდაჭერის გამო რუსულმა კლუბმა კონტრაქტი შეუწყვიტა
loader

Breaking news

ორ ქართველ მორაგბეს აქციის მონაწილეებისადმი მხარდაჭერის გამო რუსულმა კლუბმა კონტრაქტი შეუწყვიტა

  • ორ ქართველ მორაგბეს აქციის მონაწილეებისადმი მხარდაჭერის გამო რუსულმა კლუბმა კონტრაქტი შეუწყვიტა

თბილისი: რუსულ „სალავაში“ მოასპარეზე ქართველ მორაგბეებს რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს 20-21 ივნისს აქციის მონაწილეებისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო კონტრაქტი შეუწყვიტეს. ამის შესახებ ბროძელმა „რაგბი TV“-ის ეთერში განაცხადა.

 ბროძელმა მისთვის და საბა ილურიძისთვის კონტრაქტის შეწყვეტაზე ისაუბრა, რისი მიზეზიც ერთ-ერთ თამაშში დადებული ლელოს აღნიშვნა გახდა, ბროძელმა და ილურიძემ თვალზე ხელი აიფარეს და ამ ფორმით გამოუცხადეს სოლიდარობა თბილისში მიმდინარე აქციებს. 

"ჩათვალეს, რომ პოლიტიკურად დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს", - განაცხადა რეზი ბროძელმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე