ევროპარლამენტი დღეს თავმჯდომარეს ირჩევს
loader

Breaking news

ევროპარლამენტი დღეს თავმჯდომარეს ირჩევს

  • ევროპარლამენტი დღეს თავმჯდომარეს ირჩევს

კიევი: ევროპარლამენტი დღეს თავმჯდომარეს ირჩევს. პრესსამსახურის ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე ოთხი კანდიდატია წარდგენილი. ისინი გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და ჩეხეთის წარმომადგენლები არიან.

კანდიდატებს შორის ორი ქალია – გერმანიის წარმომადგენელი, „მწვანეების“ წევრი სკა კელერი და ესპანეთის წარმომადგენელი სირა რეგო, რომელიც მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფის „მემარცხენეების ევროპული გაერთიანების/ჩრდილოეთის მემარცხენე მწვანეების“ წევრია.

ევროპარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან ასევე იტალიელი სოციალისტი, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრი დევიდ სასოლი და ჩეხეთის წარმომადგენელი, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ წევრი იან ზაჰრადილი.

ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებისთვის კანდიდატმა კენჭისყრისას ხმების აბსოლუტური უმრავლესობა უნდა მოიპოვოს. თუ ხმის მიცემის პირველი რაუნდის შედეგად ვერც ერთი კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ დააგროვებს, შემდგომი რაუნდები გაიმართება.

დღესვე ევროპარლამენტის წევრები 14 ვიცე-პრეზიდენტს აირჩევენ. 

ახალარჩეული ევროპარლამენტის პირველი სხდომა 2 ივლისს გაიმართა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე