"ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი მდგომარეობით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა აუცილებელია"
loader

Breaking news

"ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი მდგომარეობით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მშვიდობა აუცილებელია"

  • ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი მდგომარეობით მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ მშვიდობა აუცილებელია

თბილისი: ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროში, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე და მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება ათონის მამების, მათ შორის იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების, გიორგი მთაწმინდელის და სხვათა მამათა ჩვენთა. ეს დიდი სულიერი სავანეებია. თქვენ იცით, რომ არის ქართული მონასტერი ივერონი და ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე და მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის.

აი, ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს. ბერის ცხოვრება ძალიან რთულია, ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით და თავით. ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, დადგეს აღმავლობის კიბეზე. ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი გუშინდელი დღით და დღეს უნდა, რომ იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია. გილოცავთ მთაწმინდელების დღესასწაულს. შეგვეწიოს იმათი ლოცვა ჩვენ და მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე