დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე შეხვდნენ
loader

Breaking news

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე შეხვდნენ

  • დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე შეხვდნენ

კიევი: აშშ-ის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ.

დონლად ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ფეხი ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დადგა. მან სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა.

დონლად ტრამპმა კიმ ჩენ ინს ხელი ჩამოართვა და მიესალმა.

ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დროს, დემილიტარიზებულ ზონაში ასევე იმყოფებოდნენ დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი.

კიმ ჩენ ინთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან ერთად დაათვალიერა დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე სამეთვალყურეო საგუშაგო. 

ტრამპი ასევე შეხვდა სამხრეთ კორეელ და ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც დემილიტარიზებულ ზონაში მსახურობენ. „ჩვენ თვქენთან ვართ უკანასკნელ წამამდე“, – განაცხადა ტრამპმა.

დონლად ტრამპი კიმ ჩენ ინს უკვე მესამედ შეხვდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან დემილიტარიზებულ ზონაში შეხვედრის სურვილის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

"შეხვედრაზე უკრაინელი მეზღვაურების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო"