სამთო მომზადების სკოლა ზაფხულის საბაზისო კურსს მასპინძლობს
loader

Breaking news

სამთო მომზადების სკოლა ზაფხულის საბაზისო კურსს მასპინძლობს

  • სამთო მომზადების სკოლა ზაფხულის საბაზისო კურსს მასპინძლობს

თბილისი: პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უცხოელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის ფარგლებში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. კურსში 9 ქვეყნიდან - აშშ, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთის, ჩეხეთი, პოლონეთი, უკრაინა, სომხეთი 40 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

სწავლების მონაწილეები საჩხერისა და ჭიათურის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო უბნებზე პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან და სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, მთიან რელიეფზე გადაადგილების, სამთო კვანძების გამოყენებისა და მდინარის გადალახვის ტექნიკას ეუფლებიან. კურსის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებსაც ეცნობიან.

სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ და ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სამთო მოზადების ზაფხულის შუალედურ კურსზე მონაწილეობასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაეწევათ. სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი 16 ივნისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით, ზაფხულისა და ზამთრის სამთო მომზადების კურსები რეგულარულად ტარდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე