"შეხვედრაზე უკრაინელი მეზღვაურების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო"
loader

Breaking news

"შეხვედრაზე უკრაინელი მეზღვაურების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო"

  • შეხვედრაზე უკრაინელი მეზღვაურების საკითხი აშშ-ის პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო

კიევი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინელი მეზღვაურების თემა პრიორიტეტული იყო.

ამის შესახებ პუტინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში, „დიდი ოცეულის” სამიტის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

"ეს თემა დაისვა - არ მახსოვს, სადილზე თუ ჩვენი შეხვედრის დროს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ეს თემა ერთ-ერთ პრიორიტეტულად აქცია", - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, უკრაინელი მეზღვაურების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის.

"განვმარტეთ ის, რაც ხდება. ვისაუბრეთ ამ თემაზე, გადაწყვეტილება ჯერჯერობით არის, ჩვენთან მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, უნდა დაველოდოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ", - განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, "მთავარია ეს არ მოხდეს უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რომ ეს პროცესები უკრაინის შიდაპოლიტიკურ თემატიკას არ დაუკავშირდეს".


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე