უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით ცსკ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა
loader

Breaking news

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით ცსკ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

  • უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით ცსკ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

კიევი: უკრაინის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან დაკავშირებით ცსკ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის პარტიას რადას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცეს. 

"ჩვენ გავიმარჯვეთ, მოვიგეთ სასამართლო და მივდივართ არჩევნებზე“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ კიევის სასამართლომ გააუქმა უკრაინის ცსკ-ის გადაწყვეტილება, რომელიც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტიას, „ახალი ძალების მოძრაობას“ რადას არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიევის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კი ცსკ-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე