ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ
loader

Breaking news

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ

  • ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ

თბილისი: ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ელჩები 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით სწრაფ გამოძიებას ითხოვენ.

"საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ელჩების განცხადება საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე