კონდოლიზა რაისი - ტრამპმა უნდა უთხრას პუტინს, რომ ცივი ომი დასრულდა
loader

Breaking news

კონდოლიზა რაისი - ტრამპმა უნდა უთხრას პუტინს, რომ ცივი ომი დასრულდა

  • კონდოლიზა რაისი - ტრამპმა უნდა უთხრას პუტინს რომ ცივი ომი დასრულდა

ნიუ-იორკი: აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უნდა უთხრას, რომ ცივი ომი დამთავრდა.

ამის შესახებ რაისმა ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში განაცხადა.

"პრეზიდენტმა ტრამპმა, ისევე როგორც წინამორბედებმა, უნდა უთხრას ვლადიმერ პუტინს: მესმის, რომ რუსეთს არ მოსწონს, როგორ დამთავრდა ცივი ომი, მაგრამ ის დამთავრდა. ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენ გვენდობიან და თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ მე მათ აუცილებლობის შემთხვევაში დავიცავ", - განაცხადა რაისმა.

2 მაისს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე