“მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე"
loader

Breaking news

“მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე"

  • მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე

თბილისი: “მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე", - ამის შესახებ კომპოზიტორმა გია ყანჩელმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“მინდა გავემიჯნო იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელთანაც მთელი ჩემი პროფესიული ცხოვრება გავატარე – ბატონი რობერტ სტურუას აზრით, საქართველო დამთავრდა, მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ვინაიდან საქართველოს ფეხზე დადგომა ისევ დაიწყო. მინდა გავემიჯნო სასულიერო და სამოქალაქო პირების იმ ნაწილს, რომელიც ურთიერთპატივისცემის ნაცვლად საზოგადოებას ურთიერთდაპირისპირებას მოუწოდებს. ნება მომეცით ჩემი დამოკიდებულება დასახიჩრებული და დაპატიმრებული ახალგაზრდების მიმართ გამოვხატო ჩემი ციტატით ჩემი სიმღერიდან “ჰერიო ბიჭებო”. – “ჰერიო ბიჭებო ჰერიო, არ გავახაროთ მტერიო”, – განაცხადა გია ყანჩელმა.

მისივე თქმით, "ჯანმრთელობა რომ არა, იმ დღეს ახალგაზრდებთან ერთად იდგებოდა პარლამენტთან". 

"ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ არა, მე დღეს თქვენთან ერთად, ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი. ჩემი უდიდესი სურვილია, მოვესწრო მართვის მრავალპარტიულ სისტემას და ისეთ მთავრობას, რომელიც სხვადასხვა პარტიებითა და რაც მთავარია, უპარტიო პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება,

ძალიან მინდა, რომ აპოლიტიკურმა ადამიანებმა წარმართონ მომავალში ჩემი ქვეყნის ბედ-იღბალი. რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკია პროპორციულ სისტემაზე, ლაპარაკია კოალიცურ მთავრობაზე. ყველა უბედურება მოდიოდა იქიდან, რომ იყო ერთპარტიული სისტემა, სადაც პარლამენტში უმრავლესობას შეეძლო ყველაფრის გაკეთება, ერთი ხელის აწევით. იმიტომ, რომ ეგენი იყვნენ ბევრად მეტნი. ეს მინდა მოისპოს. არ ვარ კმაყოფილი ჩვენი ხელისუფლებით და მიმაჩნია, რომ რაღაც ორმაგ პოლიტიკას თამაშობენ”, –განაცხადა ყანჩელმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე