გურამ თუშიშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა
loader

Breaking news

გურამ თუშიშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა

  • გურამ თუშიშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა

თბილისი: ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

მან ფინალში რუსი სპორტსმენი ინალ ტასოევი სუფთად დაამარცხა.

ევროპულ თამაშებს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის დატვირთვაც აქვს, შესაბამისად, გურამ თუშიშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონობასთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა.

ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 19 მედალია. 6 ოქრო, 4 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

ევროპული თამაშები ბელარუსის დედაქალაქში 21 ივნისს დაიწყო და 30 ივნისს დასრულდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე