"ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რაიმე შეცდომა"
loader

Breaking news

"ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რაიმე შეცდომა"

  • ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო მინდა მოგმართოთ თხოვნით რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რაიმე შეცდომა

თბილისი: ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რაიმე შეცდომა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო, ამიტომ მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა. იმედია, ღმერთი მშვიდობას და ღვთის წყალობას მოგვცემს. თქვენ იცით, რომ საქართველო ღვთისშობლის მფარველობის ქვეშ არის, განსაკუთრებით იფარავს საქართველოს“,- აღნიშნა ილია მეორემ.

ამასთან, პატრიარქის თქმით, მეუფე კალისტრატეს დღეს, ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენ.

"გარდაიცვალა მეუფე კალისტრატე. დღეს არის მისი დაკრძალვა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, შევთხოვთ უფალს, აცხოვნოს მისი სული, დაამკვიდროს სადაცა მართალი განისვენებენ“,- განაცხადა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, პეტრე-პავლობის მარხვის პერიოდში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება.

"ხვალ იწყება პეტრე-პავლობის მარხვა. პეტრე-პავლობის მარხვის დროს თევზი არ იჭმევა ოთხშაბათსა და პარასკევს, დანარჩენ დღეებში გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ მიიღოთ თევზი“,- აღნიშნა პატრიარქმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე