40-დღიანი კომის შემდეგ ჟურნალისტი კომაროვი გარდაიცვალა
loader

Breaking news

40-დღიანი კომის შემდეგ ჟურნალისტი კომაროვი გარდაიცვალა

  • 40-დღიანი კომის შემდეგ ჟურნალისტი კომაროვი გარდაიცვალა

კიევი: უკრაინაში გარდაიცვალა ჟურნალისტი ვადიმ კომაროვი, რომელიც ოთხ მაისს ჩერკასიში სასტიკად სცემეს.

ჟურნალისტი თავდასხმის შემდეგ კომაში იმყოფებოდა. ინფორმაციას კომაროვის გარდაცვალების შესახებ უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარე სერგეი ტომილენკო ავრცელებს.

ტომილენკოს განცხადებით, თავდასხმის მოტივის ერთადერთი ვერსია ვადიმ კომაროვის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.

"ის იყო მიუღებელი ბევრი ადგილობრივი პოლიტიკოსისთვის. სვამდა ბევრ უხერხულ კითხვას ჩერკასიში კორუფციის შესახებ, ეხებოდა რეზონანსულ თემებს“, – წერს ტომილენკო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“.

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი, უკრაინის ხელისუფლებას ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად ქმედებებისკენ მოუწოდებს.

ოთხ მაისს უკრაინის ქალაქ ჩერკასის ცენტრში უცნობი პირი მოულოდნელად თავს დაესხა ადგილობრივ ჟურნალისტს ვადიმ კომაროვს და მას სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა. ჟურნალისტი მუშაობდა ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიუჯეტიდან თანხების მიტაცება, უკანონო მშენებლობა, კორუფცია ჩერკასის საქალაქო საბჭოში. 2016 წელს ვადიმ კომაროვის ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკვლა სცადეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე